ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 216 ადამიანს დაუდასტურდა, 1 735 გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcpv.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 444 569 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 397 240, გარდაიცვალა 6 054 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 470 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 881 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 6 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%.
ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან 1 889 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 620, იმერეთი - 464, ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 265, კახეთი - 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 41 249, საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930.
მძიმე პაციენტი: 1 303, მათ შორის, თბილისში - 579, აჭარაში - 129, იმერეთში -229.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 287, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20.
2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 - თბილისში, 812- აჭარაში. 32 300 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 026, იმერეთში - 3 597.