ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 13 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას მისი ტერიტორიის 20% -ის ოკუპაციით. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.