სამხედრო აგრესიიდან 13 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე, - ამის შესახებ ნათვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი ისევ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. რუსეთის პასუხისმგებლობა დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.