რუმინეთის საგარეო უწყება: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

რუმინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 13 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის 13 წლისთავს. რუმინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.