ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს Twitter-ში ეხმაურება.
ევროპარლამენტარის თქმით, რუსეთი ახლა ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. რუსეთი ახლა ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება და დგას მისი მოსახლეობის გვერდით სრულ დეოკუპაციამდე“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.