სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციის 13 წლისთავს ეხმაურება.
„სლოვენია კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებით გამოდის“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.