ევროპის წამლის სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის ეტიკეტებზე რამდენიმე გვერდითი მოვლენის დამატების რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ერთჯერადი ვაქცინის ეტიკეტებზე რამდენიმე გვერდითი მოვლენის დამატების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდით მოვლენებად თრომბოციტოპენია, თრომბოციტების დაბალი დონე, თავბრუსხვევა და ყურებში ხმაური დაასახელა.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის სარგებელი მაინც აჭარბებს ნებისმიერ რისკს.