"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

როგორც ცნობილია, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებ ხელფასი 1-ლი იანვრიდან გაეზრდებათ, თუმცა მოხდება თუ არა ხელფასის გაზრდა 50%-ით, რასაც გაფიცული თანამშრომლები ითხოვნდნენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა "თბილსერვის ჯგუფთან " და თბილისის მერიის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,მათ მიერ წარდგენილი 7-პუნქტიანი განცხადება, დაკმაყოფილდა.

პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, 7-დან 6 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალიწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი, 1-ლი იანვრიდან მოხდება.

"ხელფასის გაზრდას სხვა პროცედურები სჭირდება, მაგრამ გარანტია არის, რომ პირველი იანვრიდან უეჭველად მომატებული იქნება... 15 დღეში გვეტყვიან, რამდენი იქნება მატება იანვრიდან“, - ასეთია აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლების მიერ გახმოვანებული დაპირება.

ასევე დაიდო პირობა, რომ არცერთი გაფიცული თანამშრომელი არ გათავისუფლება სამსახურიდან.