ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes--ის მილიარდერების რეიტინგში 592-ეადგილზეა 5,1 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით.
Forbes-ის რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი აპრილში მოხვდა. იმ პერიოდში ლომთაძე რეიტინგში 804-ეპოზიციაზე იყო და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
მისი კომპანია, “კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური(ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა, რომელსაც ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა. ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში აქტიურად არის ჩართული, ასევე ახორციელებს ბევრ სოციალურ აქტივობას.