საქართველო-რუსეთის ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე და მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.