,,13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რითაც საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტი დაიწყო. ამით დაიწყო პუტინის ომი დემოკრატიასთანაც", - ამის შესახებ აშშ-ს სენატორი ჯინ შაჰინი შაჰინი აცხადებს და აგვისტოს ომის საკითხს ეხმაურება.
როგორც სენატორი აღნიშნავს აშშ ქართველი პარტნიორების გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
,,13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რითაც საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტი დაიწყო. ამით დაიწყო პუტინის ომი დემოკრატიასთანაც. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის მოულოდნელ თავდასხმას, ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს შაჰინი Twitter-ზე.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.