,,13 წლის წინ, ევროპამ პირველად განიცადა ძლიერი ძალის აგრესია 1945 წელს ჰიტლერის დამარცხების შემდეგ. რუსულმა ჯარებმა შეუტიეს და დაამარცხეს ქართული ძალები მოკლე ომში",- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი აცხადებს.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქცია იყო ,,ნელი და სუსტი".
,,13 წლის წინ, ევროპამ პირველად განიცადა ძლიერი ძალის აგრესია 1945 წელს ჰიტლერის დამარცხების შემდეგ. რუსულმა ჯარებმა შეუტიეს და დაამარცხეს ქართული ძალები მოკლე ომში, რომელიც მოსკოვმა და მისმა მარიონეტებმა პროვოცირება მოახდინეს სამხრეთ ოსეთში. დასავლეთის რეაქცია იყო ნელი და სუსტი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოლაპარაკება მოახდინა ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, რომელიც მოსკოვმა დიდწილად დაარღვია ყოველგვარი შედეგის გარეშე", - ამბობს დიპლომატი.
როგორც ჰერბსტი აღნიშნავს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილება რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა უნდა გამოაცხადოს ,,საგანგებო სანქციები, რომელსაც აშშ გამოიყენებს შემდეგ ჯერზე, როდესაც მოსკოვი "შეასწორებს" ამ შიდა სადემარკაციო ხაზს საქართველოში".
,,რუსეთმა ასევე გამოიყენა 2008 წლის გაკვეთილები ყირიმსა და დონბასში. დასავლეთს დასჭირდა გარკვეული დრო და 2014 წლის ივლისში MH17 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, მოსკოვისთვის სერიოზული სანქციების დაწესება უკრაინაში მისი აგრესიის გამო.
თუ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, გამოიჩინოს ახალი განზრახვა მოსკოვთან ურთიერთობისას, რასაც ის, როგორც კანდიდატი, ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, მან უნდა გამოაცხადოს საგანგებო სანქციები, რომელსაც აშშ გამოიყენებს შემდეგ ჯერზე, როდესაც მოსკოვი საქართველოში ამ შიდა სადემარკაციო ხაზს „შეასწორებს ", - აცხადებს დიპლომატი.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.