,,დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, იმ გაგებით, რომ ჩვენ ყველანი ვართ მსხვერპლი რუსული აგრესიის სხვადასხვა ფორმის, რომელიც კრემლიდან მოდის", - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორმა და უფროსმა მკლევარმა ბრაინ ვიტმორმა განაცხადა.
როგორც ვიტმორი აღნიშნავს, რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს შეჭრა არის იმის საწინდარი, რასაც ხშირდ კრემლი აკეთებს მეზობელი სახელმწიფოების მისამართით და რასაც მალე დასავლეთის მიმართ გააკეთებს.
,,2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, დაიკავა მისი ტერიტორიის 20 პროცენტი. შედეგად, დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, იმ გაგებით, რომ ჩვენ ყველანი ვართ მსხვერპლი რუსული აგრესიის სხვადასხვა ფორმის, რომელიც კრემლიდან მოდის.
2008 წლის აგვისტოს საქართველოში შეჭრა იყო ბეტა ტესტი მომავალი აგრესიისთვის რუსეთის მხრიდან მეზობლების წინააღმდეგ და მშრალი ტაქტიკა იმ ტაქტიკისა და სტრატეგიისათვის, რომელიც შემდგომში გამოიყენებოდა 2014 წელს უკრაინაში შეჭრისას.
საქართველოში შეჭრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რასაც რუსეთი აკეთებს მეზობლებთან, რადგან ეს ხშირად იმის საწინდარია, რასაც მალე მოსკოვი გააკეთებს დასავლეთის მიმართ. როდესაც რუსულმა ძალებმა შეუტიეს საქართველოს 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, მას წინ უძღოდა კიბერშეტევა, დეზინფორმაციის კამპანია და ამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის ყოვლისმომცველი მცდელობა. ეს არის ტაქტიკა, რომელიც ახლა ძალიან ნაცნობია შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის. ცამეტი წლის წინ დაიწყო კრემლის აგრესიის ახალი ერა და ის უკონტროლო დარჩა. დღეს ჩვენ ვიხდით ფასს", - აცხადებს ვიტმორი.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.