ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ომის 13 წლისთავზე ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცეა

ომის 13 წლისთავზე ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცეა, – ამის შესახებ აღნიშნულია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებაში, რომელსაც ფინეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

„ომის 13 წლისთავზე ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცეა. საერთაშორისო სამართლის თანახმად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეკუთვნის საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.