სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორკოკი აცხადებს, რომ სლოვაკეთი კვლავ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში.
„13 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან. სლოვაკეთი კვლავ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში“, - წერს კორკოკი Twitter-ზე.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.