პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსზე აიცრა. მთავრობის მეთაური Pfizer-ის ვაქცინით აიცრა.
მან ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარა.
„დღეს მე ჩავიტარე აცრა. ავიცერი Pfizer-ის ვაქცინით. ოთხი თვის წინ გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლ ფორმებში. რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რომ გავიძლიერო იმუნიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.