კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს, საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებზე იმსჯელებს.

როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, მსჯელობა შეეხება გარკვეული რეგულაციების შემოღებას, როგორიცაა ნიღბების ტარება.

„ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მითუმეტეს, შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები. მე ასევე გამოვედი ინიციატივით, რომ მაგალითად ცესკოს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, ეფექტიანად ჩავატარებთ ვაქცინაციას, აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს, ასევე გვსურს, რომ კანდიდატებს შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ზოგადად, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, იმისთვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული, უსაფრთხო არჩევნები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.