საბერძნეთში, კუნძულ ევიადან ტყის ხანძრების გამო კიდევ ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტურისტები და ადგილობრივები კუნძულიდან ბორნებით გაიყვანეს. ჯამში საბერძნეთის მასშტაბით ხანძრების გამო უკვე 2 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ადგილზე მობილიზებულია 17 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ცეცხლის ქრობაში მაშველებთან ერთად ჯარისკაცებიც მონაწილეობენ.
ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში საბერძნეთში 56 ათას ჰექტარი დაიწვა. ქვეყნის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ხანძრის ახალი კერების გაჩენის რისკი კვლავ მაღალია.