ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკა", - განაცხადა თურნავამ.
დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.
,,6 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი, რომლის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნდა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.