15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია Pfizer-ით ვაქცინისთვის. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ემატება როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.
„აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის განმავლობაში დაახლოებით 20 ათასი იყო. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია Pfizer-ით ვაქცინისთვის. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები“, - განცხადა გაბუნიამ.