დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრის რეკომენდაციაა, რომ ფესტივალებში მონაწილეთა რიცხვი მაინიმუმამდე დავიდესს და იყოს მაქსიმუმ 100.
მისივე თქმით, ფესტივალზე დაცული უნდა იყოს 1.5-2 მეტრიანი დისტანცია.
"ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი. იყოს, დაახლოებით, მაქსიმუმ 100-მდე, იყოს იქ დაცული სრულად დისტანცია 1.5-2 მეტრი ერთმანეთთან დგომის ან ჯდომის, იყოს აუცილებლად გამოყენებული პირბადე და ასევე, რეკომენდებულია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიდის დასასწრებად იყოს ორჯერადად აცრილი, ან ჰქონდეთ ჩატარებული PCR ტესტი ბოლო 72 საათში ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 2 236 ადამიანს დაუდასტურდა
კოვიდვაქცინით ჯამში 641 242 ადამიანი აიცრა
ქორწილის, ქელეხის და მსგავსი ღონისძიებებისთვის კვების ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდება
10 აგვისტოდან, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება