თურქეთში, ტყის ხანძრების ყველა კერა, გარდა ორისა, კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 12 დღის განმავლობაში, ქვეყნის 47 პროვინციაში ხანძრის 234 კერა ჩააქრეს.
ამ დროისთვის კონტროლს ხანძრის ორი კერა არ ექვემდებარება - მილასსა და კოიჯეგიზში.
თურქეთში, ტყის ხანძრებს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 864, დაზიანებულია თითქმის სამი ათასამდე სახლი.