"თალიბანის" მებრძოლებმა ავღანეთის ერთ-ერთი რადიოსადგურის მენეჯერი მოკლეს, სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში კი ჟურნალისტი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის მთავრობაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული Paktia Ghag-ის რადიოს მენეჯერი და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი ჯგუფის NAI-ის წევრი იყო. გატაცებული ჟურნალისტი კი კერძო სატელევიზიო არხის Gharghasht TV-ს თანამშრომელია.
Reuters-ი ორგანიზაცია NAI-ზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე წელს, სულ მცირე, 30-მდე ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა ან გაიტაცეს.
თალიბანის წარმომადგენელმა Reuter-ს განუცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ქაბულში მომხდარი მკვლელობისა და ჰელმანდში გატაცებული ჟურნალისტის შესახებ.