ვენეციის წმინდა მარკოზის მოედანი ზაფხულის პერიოდისთვის არადამახასიათებელი "მაღალი წყლით" დაიფარა. შედეგად რამდენიმე ადგილას წლის დონემ 1 მეტრით აიწია. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დღეს ღამე ტურისტები ქალაქის ცენტრალურ ადგილას თითქმის მუხლამდე წყალში გადაადგილდებოდნენ.
როგორც წესი, "მაღალი წყალი" ("acqua alta") ვენეციაში შემოდგომასა და ზამთარში ფიქსირდება. 2019 წლის ნოემბერში წყალდიდობამ ქალაქი მილიონობით ევროთი დააზარალა.