დღიედან, ფინეთში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს აცრიან

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღიედან, ფინეთში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს აცრიან.

ბავშვებსა და ახალგაზრდებს ვაქცინაციისთვის შესთავაზებენ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს. ამჟამად ფინეთში მხოლოდ ამ ვაქცინების გამოყენებაა ნებადართული 12-წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. COVID19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

როგორც ცნობილია, აცრის გაკეთება მოზარდებს კანონიერი მეურვეების თანხმობის გარეშეც შეუძლიათ. ვაქცინაცია, შესაძლოა, სკოლებშიც გაიმართოს.

აქამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი იყო 16 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის და 12-15 წლის ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ სამედიცინო რისკის ჯგუფებს.