დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გაგრძელების საპასუხოდ, სავაჭრო, ფინანსური და საავიაციო სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის მიერ ამოქმედებული სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს საავიაციო ზომების მიღებას, რადგან თავიდან აიციონ ბელარუსის თვითმფრინავების გადაფრენა ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში, ან დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში დაჯდომა. ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტ ლუკაშენკოს "არმიის ან ფუფუნების საჰაერო ტრანსპორტისთვის" ტექნიკური დახმარების აღმოჩენის აკრძალვას. ამავდროულად ითვალისწინებს სავაჭრო ზომების მიღებას. ახალი პაკეტი მოიცავს ბელარუსის კალიუმის და ნავთობპროდუექტების ექსპორტის აკრძალვას.

სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს ფინანსური ზომების მიღებასაც, რომლებიც ბრიტანეთის წარმომადგენლებს უკრძალავს ბელარუსის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფასიანი ქაღალდების და ფულის ბაზრის ინსტრუმენტების შესყიდვას, ამავდროულად იკრძალება რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სესხის გაცემა.

"ლუკაშენკოს რეჟიმი აგრძელებს დემოკრატიის დამსხვრევას და ადამიანის უფლებების დარღვევას ბელარუსში. ეს სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო არ მიიღებს ლუკაშენკოს ქმედებებს თაღლითური არჩევნების შემდეგ. ლუკაშენკოს სახელმწიფო ინდუსტრიის პროდუქცია არ გაიყიდება დიდ ბრიტანეთში", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.

ბრიტანეთმა თავისი სანქციების სიას ასევე დაუმატა რუსი ბიზნესმენი, მიხაილ გუციერევი, და განაცხადა, რომ ის არის "ერთ-ერთი მთავარი კერძო ინვესტორი ბელარუსში" და ლუკაშენკას ვეტერანი მოკავშირე.