ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა გააუქმა ადმინისტრაციაში დაგეგმილი ყველა მასშტაბური შეხვედრა.

"გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.