კელი დეგნანი: რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოდან სამხედრო ძალები

"რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოდან სამხედრო ძალები, მათ უკან უნდა წაიღონ ამ რეგიონების აღიარება და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნან", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, ყველას უნდა ჰქოდენს ჰუმანიტარული დახმარების მიღების შესაძლებლობა.

"წელიწადის ეს დრო ძალიან მტკივნეული პერიოდია, როდესაც ვიხსენებთ წარსულ ამბებს, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ომში. ეს პროცესები გრძელდება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.

იმისთვის, რომ ამ საკითხების მოგვარების რაღაც იმედი გაჩნდეს და ქართველებს ჰქონდეთ პროგრესის იმედი, რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები, რათა ყველას, ვინც ამ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს, შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ ის ჰუმანიტარული დახმარების, რაც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.