ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფი გახდეს, რადგან ვხედავთ, რომ ყოველდღიურად, დაავადების შემთხვევები იზრდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩმა, კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის გარდა, შემოტანილია სხვა ვაქცინებიც და მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური გახდეს.
"ძალიან მოხარული ვართ, რომ ვაქცინა საქართველოს საჩუქრად გადმოვეცით. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ჯერჯერობით, ბოლომდე არც გახარჯულა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის ვაქცინაცია და ამ ვაქცინის ადმინისტრირება.
მე, როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ დამატებით შეიძინა, როგორც Pfizer-ის ასევე სხვა ვაქცინებიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფი გახდეს, რადგან ვხედავთ, რომ ყოველდღიურად დაავადების შემთხვევები იზრდება და მნიშვნელოვანია, ეფექტური ვაქცინით აცრა", - განაცხადა კელი დეგნანმა.