ენტონი ფაუჩის თქმით, თუ  ვირუსის "დელტა" ვარიანტს ვერ შევაჩერებთ, ახალი და უფრო საშიში მუტაციები გაჩნდება, რომლებთანც უკვე არსებულ ვაქცინებს  ძალა აღარ ექნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, თუ კორონავირუსის "დელტა" ვარიანტს ვერ შევაჩერებთ, ახალი და უფრო საშიში მუტაციები გაჩნდება, რომლებთანც უკვე არსებულ ვაქცინებს ძალა აღარ ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, ვირუსის გავრცელება არავაქცინირებულ პოპულაციებში - როგორც ეს ახლა ასე სწრაფად ხდება - აძლევს მას „მუტაციის ფართო შესაძლებლობას“.

"თქვენ შეიძლება ადრე თუ გვიან მიიღოთ სხვა ვარიანტი და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტი გარკვეულწილად უარესი იყოს, ვიდრე ის რთული ვარიანტი, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე", - განაცხადა ფაუჩიმ.

როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, "ვაქცინები შეიძლება ეფექტური იყოს კორონავირუსის მიმდინარე მუტაციებით გამოწვეული სერიოზული დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ეს შეიძლება სულაც არ იყოს ჭეშმარიტი მომავალ მუტაციებში".