ჯო ბაიდენმა "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ყოფილი მრჩეველი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკის საკითხებში ამოს ჰოჩშტეინი "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოჩშტეინს, რომელიც მანამდე "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახალ თანამდებობაზე "აშშ-სთვის ეფექტური სტრატეგიის" რეალიზაცია დაევალა.

როგორც გამოცემა წერს, მილსადენის გარიგების განხორციელება იქნება უპირველესი პრიორიტეტი ჰოჩშტეინისთვის, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის მთავარი მოთამაშეები იცნობენ, როგორც ბაიდენის გარემოცვის წევრს.