კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ისრაელი ე.წ. წითელ ზონაში შეიყვანა

კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) სამოგზაურო გაფრთხილება გამოსცა, რომელიც ამერიკელებს ურჩევს, ისრაელში არ გაემგზავრნონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ისრაელისთვის რისკის შეფასება უმაღლეს - მეოთხე დონემდე გაზარდა.

უწყება ამერიკელებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ისრაელში ვიზიტს და, თუ მათ ისრაელში მოგზაურობა უწევთ, მოგზაურობამდე სრულად იყვნენ ვაქცინირებულები.

"მოერიდეთ ისრაელში მოგზაურობას. თუ ისრაელში მოგზაურობა გიწევთ, დარწმუნდით, რომ სრულად ხართ აცრილი. ისრაელში არსებული მდგომარეობის გამო, სრულად აცრილ მოგზაურებსაც კი შეიძლება ემუქრებოდეს COVID-19-ის ვარიანტებით ინფიცირებისა და გავრცელების საფრთხე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.