დღეიდან, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა

დღეიდან, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა. აღნიშნულიგადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპივითარების გაუარესება გახდა.

22 ივნისის შემდეგ, გარე სივრცეებში, პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იყო. თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა.

საბჭოზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ღონისძიებებზე დაწესებული რეგულაციების აღსრულება გამკაცრდება. მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე თუ სხვა . კვების ობიექტებს კი ფუნქციონირება 00 საათიდან დილის 5 საათამდე ეკრძალებათ.