ალჟირში ტყის ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ალჟირის დედაქალაქ ალჟირში, მთიან რაიონებში ტყის ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

მეხანძრეები და ვერტმფრენები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.

ამჟამად ხანძარი ტიზი-უზუს პროვინციის მოსახლეობას უქმნის საფრთხეს, რომელიც ალჟირიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. ცეცხლი სახლებთან გაჩნდა, რის მოსახლეობა იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა.