ბოლო 24 საათში საქართველოში 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაა. ამასთან, პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 5 697 შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 406 475, გარდაიცვალა 6 182 პაციენტი