Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აცრის პროცესი 15 აგვისტოს დაიწყება. რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს.

"აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვაია ინფორმაციაში.

ასაცრელად Pfizer-ის ​ნახევარ მილიონზე მეტი ვაქცინა დაემატა.