ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 23 744-მა ადამიანმა გაიკეთა

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 664 997-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, ვაქცინა 23 744-მა ადამიანმა გაიკეთა.