NATO-ს ყოფილი მეკავშირე ოფიცერი უწყებრივი მედლით დააჯილდოვეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, NATO-ს მეკავშირე ოფიცერმა, გინტარას ბაგდონასმა თავის მისია საქართველოში დაასრულა.

საქართველოსა და NATO-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა NATO-ს უკვე ყოფილი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დღეს უწყებრივი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღესვე, თავდაცვის ძალების მეთაურს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პუგლისმა NATO-ს ახალი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი რუსენ აბიდინოღლუ წარუდგინა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ", - ნათქვაია უწყების განცხადებაში.