საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ტყის ხანძრებთან წარუმატებელი ბრძოლის გამო, ბოდიში მოიხადა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა., ტყის ხანძრებთან წარუმატებელი ბრძოლის გამო, ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

უკვე რამდენიმე დღეა საბერძნეთში ძლიერი ხანძრებია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია, ასობით მეხანძრე-მაშველი კი ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობს.

"ჩვენ შეიძლება გავაკეთეთ ის, რაც ადამიანურად იყო შესაძლებელი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ აღმოჩნდა საკმარისი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

როგორც BBC წერს, ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ევიაზე ისევ ხანძარი და სქელი კვამლია. ათობით ჰექტარი ტყე და სახლები განადგურებულია. მოსახლეობას კუნძულის დატოვება მოუწია.

მოსახლეობის ნაწილი ხანძარზე რეაგირების გამო უკმაყოფილოა და იმასაც აღნიშნავს, რომ არ ყოფნის ვერტმფრენები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა წარუმატებლობა გამოვლინდება.