ისრაელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, სრულად აცრილთა უმეტესობა მძიმედ არ ავადდება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, არავაქცინირებული ხანდაზმულების მდგომარეობა ხუთჯერ უფრო მეტად მძიმდება, ვიდრე ვაქცინირებულების.
8 აგვისტოს, სამინისტრომ 85, 6 მძიმე შემთხვევა აღრიცხა 60+ ასაკობრივ კატეგორიაში, 100 000 მოსახლეზე, სრულად აცრილთა შორის კი ეს მაჩვენებელი 16.3-ს შეადგენს.
ასაკოვან ადამიანებში, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები, გართულების რისკი ხუთჯერ მეტია, ვიდრე ამავე ასაკის აცრილებში.
ისრაელში 5.8 მილიონი მოქალაქე აიცრა მინიმუმ 1 დოზით, 422,326-მა ადამიანმა კი მესამე დოზა - ე.წ. ბუსტერი - გაიკეთა ახალი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ხანდაზმულებს და მოწყვლად ჯგუფებს ეხებათ.
ჯანდაცვის სამინისტრომ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ Pfizer-BioNTech კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობა ინფექციისა და მსუბუქი სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, 40 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა მონაცემები შეიძლება შეცვლილიყო საკვლევი ჯგუფის სიმცირიდან გამომდინარე. ვაქცინის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციის და მძიმე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად 88 და 91 პროცენტი იყო.