ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯო ბაიდენმა ალეხანდრო მაიორკასას კანდიდატურა წარადგინა. ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტს - ევრილ ჰეინსი ჩაიბარებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიკ სალივანი იქნება. გაეროში აშშ-ის ელჩი კი ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურაა წარდგენილი.

კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელად კი, ჯო ბაიენმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი წარადგინა.