პორტუგალიაში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს აცრიან

პორტუგალიაში, "დელტა" ვარიანტის გავრცელების ფონზე, მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე მოზარდებს აცრიან.

როგორც პორტუგალიის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის აცრა Pfizer-BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინებით მოხდება.

"ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება მოზარდებისთვის მშობლების ან კანონიერი მეურვეების თანხლებით, ექიმის დანიშნულების გარეშე", - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე.