აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ორჯერ ვაქცინირებულთა 99.9 პროცენტში კოვიდინფექციის გართულების, ჰოსპიტალიზების ან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
აშშ-ში ორივე დოზა დაახლოებით 165 მილიონამდე ადამიანს აქვს გაკეთებული, მათგან 0.001%-ზე ნაკლები, 1 507 ადამიანი გარდაიცვალა და 0.005%-ზე ნაკლები, 1 701 ადამიანი დაინფიცირდა.
გართულებების 74% 65 წელს გადაცილებულებში დაფიქსირდა. 1 500 გარდაცვლილიდან კი, ყოველი მეხუთეს დაღუპვის მიზეზი სხვა დაავადება იყო.