ჩინეთში, ქალაქ უჰანში, კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად ყველა მოსახლეს ტესტირება ჩაუტარეს. თითქმის 11 მილიონი ადამიანიდან ინფიცირებული მხოლოდ 78-ს გამოუვლიდა. France Press-ი იუწყება, რომ ტესტირება გასულ კვირას, სამშაბათს დაიწყო.
37 სიმპტომური შემთხვევის გარდა, 41 ასიმპტომური პაციენტიც გამოავლინეს.
კვლევა მხოლოდ 6 წელს ქვემოთ ბავშვებში არ ჩატარდა.
ჩინეთში შიდა გავრცელება მთლიანად შეჩერებული იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა, რასაც „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ.
ჩინეთში 60%-ზე მეტი უკვე აცრილია. ჩინური კომპანია Sinopharm-ი აცხადებს, რომ მათი ვაქცინა, რომლითაც ჩინეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრა, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 68%-ით ეფექტურია. ანალოგიურს ამტკიცებს Sinovac-იც. ამ ვაქცინის მწარმოებლების თქმით, ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ პრეპარატს „დელტა“ შტამის ნეიტრალიზება შეუძლია.
„დელტა“ შტამის დაფიქსირების გამო ვუჰანი კორონავირუსზე მასობრივ ტესტირებას იწყებს