"აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში.", - ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
სასულიერო პირის თქმით, ეპიდემიის დასამარცხებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაცია აუცილებელია.
"მე სრულად აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აიცრა. ვინც აზრს მეკითხება, ყველას ვურჩევ, სასწრაფოდ აიცრას. არ გამაჩნია არავითარი შიში და ეჭვი ამასთან დაკავშირებით.
აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო. დაფიქრდით და გაიგეთ: დღეს აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა", - წერს დეკანოზი Facebook-ის გვერდზე.