თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთი რესტორანი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, შრომის ინსპექციამ დააჯარიმა.
უწყების ცნობით, რესტორანში აკრძალული სოციალური ღონისძიება, ქორწილი იმართებოდა, რის გამოც შრომის ინსპექციის სამსახურმა იურიდიული პირი 10 000 ლარით დააჯარიმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა, კვების ობიექტები და სარიტუალო დარბაზები პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარება, განმეორების შემთხვევაში კი დაწესებულება დაილუქება. ფიზიკური პირი კი 2 000 ლარით ჯარმდება.