ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5352 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2635 პაციენტი. 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში 461 198 კორონავირუსის შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 6230 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 409 110-მდე.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 564 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 866 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.27%.
ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან 2 363 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 905, იმერეთი - 564, ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 281, კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 45 832, საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში - 941.
მძიმე პაციენტი: 1 322, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 134, იმერეთში - 322.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 302, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 22, იმერეთში - 17
3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 401 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 36 016 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 015 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 087 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 802, პირი, აჭარაში - 5 433, იმერეთში - 3 783.