გაერთიანებულ სამეფოში ზრდასრულთა 75% სრულად აცრილია. სულ 39,688,566 ადამიანმა მიიღო ორივე დოზა, ხოლო 7 მილიონს მხოლოდ ერთი დოზა აქვს მიღებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ფაქტს უზარმაზარი ეროვნული მიღწევა უწოდა.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ანგარიშით, სავარაუდოდ, ვაქცინამ 60,000 ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, 22 მილიონი კი ინფიცირებისგან. მთავრობამ აღნიშნა, რომ Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინების ორი დოზა 90% -ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების დროს, რაც ახლა დომინანტურია დიდ ბრიტანეთში.