ლიონელ მესი ოფიციალურად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზული კლუბი Twitter-ზე ავრცელებს.
„პარი სენ-ჟერმენი“ სიამოვნებით აცხადებს, რომ ლეო მესიმ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
პარიზულ კლუბში მესი 30-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ცნობისთვის, ლიონელ მესი ბარსელონას მთავარ გუნდში 2003-2021 წლებში გამოდიოდა. არგენტინელი კატალონიურ კლუბთან ერთად 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 7-ჯერ ესპანეთის თასის და 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა, უეფას ჩემპიონთა ლიგაში კი 4-ჯერ გაიმარჯვა.