ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 688 940-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 935 ადამიანი აიცრა.

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება", - ნათქვამია ცენტრს განცხადებაში.